ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტში მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის VII კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ პროექტში - „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“(HEALTHY BODY HEALTHY MIND), რომელიც ხორციელდება ევროპის სკოლების გაერთიანების პლარფორმაზე - eTwinning.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პოპულარიზაცია თინეიჯერებში.
პროექტს ხელმძღვანელობს ინგლისური ენის მასწავლებელი: ელენა კაპანაძე.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას. სასკოლო საზოგადოება მათ წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.