ტრადიციად ქცეული წიგნის ჩუქების დღე წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში 
04-05-2023
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

მე-5 წელია, რაც სკოლაში დირექტორი მაია ნუცუბიძე-ქობულიას ინიციატივით, ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ერთმანეთს წიგნებს ჩუქნიან. გარდა ამისა, ამონარიდებს კლასიკოსთა ნაწარმოებიდან ისმენენ, ამ დღისა და წიგნის მნიშვნელობის შესახებ საუბრობენ. 

ამჯერადაც, ტრადიცია არ დაირღვა და წიგნის ჩუქების ცერემონიამ წარმატებით ჩაიარა. 

„ამ დღეს ყველა ერთმანეთს ვეფერებით, თან წინასწარ არავინ იცის, ვინ უმზადებს სასიამოვნო სიურპრიზს! ამასთანავე, ვტკბებით მუსიკით, პოეზიით, პროზით და ერთმანეთის მოფერებით. სწორედ ეს ჩანაფიქრი გვქონდა თავდაპირველად, წიგნის საერთაშორისო დღეს, ყოველთვის აღგვენიშნა საინტერესო შეხვედრით და დიდი სიყვარული გვეჩუქებინა ერთმანეთისთვის. 
ეს იყო დადებითი ენერგეტიკით და სიყვარულით სავსე წუთები, რომელიც მომავალ წლებშიც გაგრძელდება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203