უბისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წიგნის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
04-05-2023
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ.
გამონაკლისი, რასაკვირველია, არც წიგნის საერთაშორისო დღე ყოფილა. ამ დღესთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ნამუშევრები საყვარელი წიგნებისა და პერსონაჟების შესახებ მოამზადეს, მათ საინტერესოდ ისაუბრეს და ყურადღება წიგნის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ამ დღის ისტორიაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს