„ოტია იოსელიანის როლი თაობების აღზრდის პროცესში“- ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მწერლის სახლ-მუზეუმში პრეზენტაცია გამართეს
04-05-2023
ქუთაისის N9 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, პედაგოგების - ლალი ბარდაველიძისა და მაია ჭელიშვილის ხელმძღვანელობით, მე-8 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა პროექტის - „ბატონი ოტია იოსელიანის როლი თაობების აღზრდის პროცესში“ პრეზენტაცია გამართეს. მათ აღნიშნული პრეზენტაცია ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში მოაწყვეს. ის „დაჩის ზღაპრების“ 50 წლის იუბილეს მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, საინტერესოდ ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

სახლ-მუზეუმში ვიზიტმა დიდი წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203