ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლაში ხელოვნების წრე წარმატებით მუშაობს 
04-05-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებსა და აქტივობებში მონაწილეობენ. სკოლაში ასევე ფუნქციონირებს ხელოვნების წრე.

სკოლაში აღნიშნული წრის წევრების საინტერესო შეხვედრები მოეწყო

სკოლაში წრის მოსწავლეებმა, პირველ შეხვედრაზე, მე- 20 საუკუნის ქართველი მხატვრებიდან 5 მხატვარი:  ნიკო ფიროსმანი, გიგო გაბაშვილი, დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი და ლადო გუდიაშვილი წარმოადგინეს.

მათ საორგანიზაციო საკითხები თავად მოაგვარეს, ჯგუფებად დაიყვნენ და დავალებები გადაინაწილეს.

მეორე შეხვედრაზე
ხელოვნების წრის მოსწავლეების პირველმა ჯგუფმა შეაგროვა ინფორმაცია ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით და იმუშავა პოსტერის შექმნაზე.

„მესამე შეხვედრაზე კი  მოსწავლეებმა, ნიკო ფიროსმანის შემოქმედების გაცნობის შემდეგ, მოამზადეს სლაიდები Microsoft PowerPoint -ში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მეოთხე შეხვედრაზე  მოსწავლეთა ჯგუფებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრევრების პრეზენტაცია და საინტერესო ინფორმაციები ერთმანეთს გააცნეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203