ბათუმის N3 სკოლის მოსწავლის - ეკატერინა ტერატურიანის ნაშრომი ლიტერატურულ კონკურსში საუკეთესოთა შორის მოხვდა
04-05-2023

ბათუმის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში წარმატებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის XII კლასის მოსწავლე -  ეკატერინა ტერატურიანი კონკურსში - „დაწერე გაკვეთილების შემდეგ საკითხავზე" მონაწილეობდა. მისი ნაშრომი 25 საუკეთესოს შორის (356 ნაშრომიდან) მოხვდა.

მოსწავლემ რეცენზია წიგნზე - „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“ (ასტრიდ ლინდგრენი, სარა შვარტი) დაწერა.

აღნიშნული კონკურსი, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს, გამომცემლობა „ინტელექტის“ ორგანიზებით ჩატარდა.

მოსწავლე, როგორც ფინალისტი, გამომცემლობამ საგანგებო სერტიფიკატითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდა.

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203