ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები, სხვადსხვა პროფესიების შესახებ ცოდნის გაღრმავების მიზნით, კოლეჯ - „ფაზისში“, იმყოფებოდნენ.აღსანიშნავია, რომ კოლეჯი ფოთში მდებარეობს.
შეხვედრა, 2 მაისს მოეწყო და მასში VIII-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კოლეჯის წარმომადგენლებმა, მოსწავლეებს დაწვრილებით აუხსნეს კოლეჯის ისტორია, საქმიანობა, ასევე ისაუბრეს სხვადასხვა პროფესიის წარმატებულ ადამიანებზე.
ბავშვებმა, საუკეთესო ნაშრომები დაათვალიერეს, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებში ამ ნამუშევრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, მათ
დუალური განათლების მიღების სურვილი გაუჩნდათ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, თითოეული მოსწავლე უკვე ათვითცნობიერებს, რომ არ არსებობს ქალის და კაცის პროფესია ცალ-ცალკე და რომ არც ერთი პროფესია არ არის სათაკილო. მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ რაც უფრო მრავალფეროვანია შენი ცოდნა და ინტელექტი მით უფრო მარტივია შენი ცხოვრება.
აქტივობას, მოქალაქეობის პედაგოგი მედეა
გათენაძე და VIII-IX კლასების დამრიგებლები ხელმძღვანელობდნენ.
„მადლობას ვუხდით კოლეჯის დირექტორს და თითოეულ პედაგოგს გულთბილი მიღებისთვის და საინტერესო საუბრისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: