ჟახუნდერის საჯარო სკოლაში ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობა გაიმართა
04-05-2023
ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლაში ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობა მოეწყო. 

მოსწავლეებმა საინტერესო პლაკატები დაამზადეს და სასწავლო გარემოში გამოფინეს. 

ბავშვებმა ამ გლობალურ პრობლემაზე ისაუბრეს, განიხილეს გზები, თუ როგორ შეიძლება მისი აღმოფხვრა და თითოეულ მათგანს რა სოციალური პასუხისმგებლობა გააჩნია ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

სკოლაში, გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებს სოციალური საკითხებისადმი ცნობიერება აუმაღლდეთ და იყვნენ მეტად ჰუმანურები და ტოლერანტები. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203