გარემოსდაცვითი აქტივობებით გაჯერებული კვირეული მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში
04-05-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში, დედამიწის დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კვირეული მიეძღვნა. 

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პრობლემებზე და გამოწვევებზე საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა. 

მოსწავლეებმა გაეროს მიზნებზეც ისაუბრეს და მეგობარი ნორიოს სკოლის უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო, სადაც ეკოლოგიური საკითხები განიხილეს.  

აღსანიშნავია ისიც, რომ აქტივობებს მშობლების ნაწილიც ესწრებოდა, რომლებმაც შვილებთან ერთად ძალიან ფერადი და საინტერესო პოსტერები შექმნეს, რისთვისაც მათ სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის. 

კვირეულს, გეოგრაფიის პედაგოგი დარეჯან გოგოჩაშვილი და მეათე კლასის მოსწავლეები: თამთა მჭედლიშვილი, სალომე ფურცელაძე და სოფო კახაბრიშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

კვირეული, დასრულდა კითხვით - „და შენ როგორ აღნიშნე დედამიწის დაბადების დღე?“. 

სკოლის ადმინისტრაცია, კვირეულის ორგანიზატორებს, მონაწილე მოსწავლეებსა და მშობლებს დიდი მადლობას უხდის და მათ წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203