დედამიწის დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება ძენწმანის საჯარო სკოლაში
04-05-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღეს გარემოსდაცვითი ღონისძიება - „დედამიწა ჩვენი სახლია“, მიეძღვნა.

ღონისძიების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ დედამიწის დღის საერთაშორისოდ აღიარება სწორედ იმის დასტურია, რომ დედამიწა და მისი ეკოსისტემა ჩვენი სახლია, ის უზრუნველყოფს კაცობრიობის სიცოცხლეს, ასევე დასტურია იმისა,რომ ჩვენ მოვალენი ვართ მასზე ვიზრუნოთ.

„ბუნებას დაცვა სჭირდება!“ -  ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს კიდევ ერთხელ გაეანალიზებინათ მათი მოვალეობები, თუ რატომ უნდა მოეფერონ და გავუფრთხილდეთ ბუნებას.

სკოლაში აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა ყოველდღიურობაში გაითავისონ:

  • ნუ დააბინძურებთ დედამიწას;
  • გაუფრთხილდით გარემოს;
  • არ მოჭრათ ხეები;
  • გაუფრთხილდით ქუჩებს;
  • არ დააბინძუროთ მდინარეები;
  • არა პოლოეთილენის პარკებს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ბოლოს მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. 

ღონისძიებას კი, პედაგოგი ლეილა თებიძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203