დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლიტერატურული თავგადასავალი
04-05-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათში მხატვრული ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად სკოლაში, სათავგადასავლო პრეზენტაცია მოეწყო, რომელშიც მე-9 კლასის მოსწავლეები: ლუკა ბარსეგოვი და ლუკა წოწორია მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაცია დირექტორ დავით ნაჭყებიასთან ერთად, სკოლის ბიბლიოთეკაში წარიმართა.
მოსწავლეებმა, ერთმანეთს სათავგადასავლო ლიტერატურაზე ესაუბრნენ, წაკითხულ წიგნებზე თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს და დირექტორთან ერთად ნაწარმოებები სიღრმისეულად განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებში კითხვის კულტურის დანერგვა, წიგნიერი და ინტელექტუალური თაობის ფორმირებისთვის.