ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება აგანის საჯარო სკოლაში
04-05-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლაში არაერთი შემეცნებითი თუ შემოქმედებითი ხასიათის ღონისძიება ეწყობა. 

მათ შორის აღსანიშნავია, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი წარმოდგენა. 

ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, მათ ქართული ენის არსსა და ქართველი ერისთვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, აღნიშნეს თუ რამდენად აუცილებელია ენა სახელმწიფოებრივი იდენტობისა და თვითმყოფადობისთვის

მოსწავლეებმა, მოიძიეს ინფორმაცია ქართულ ენასთან დაკავშირებით და ერთმანეთს გააცნეს ენის განვითარების საკმაოდ დიდი და რთული გზა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203