ბოზალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლიური ენის ანბანის შესწავლა ღონისძიებით დაასრულეს
04-05-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პირველკლასელები მშობლიურ ენას წარმატებით ეუფლებიან და საჭირო ცოდნას, უნარებს იძენენ.

ამჯერად, სკოლაში მათ „სომხური ენის ანბანის გაცილება“ მოაწყვეს და საინტერესო ღონისძიება გამართეს.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ცოდნა გამოავლინეს და შემოქმედებითი უნარები მეტად განავითარეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, გამართულ აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალხმრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203