„არა ბულინგს!“ - ახალქალაქის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
04-05-2023

ახალქალაქის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს სამოქალაქო კლუბი, რომლის წევრები, თანასკოლელებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობებსა და პროექტებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში კლუბის წევრებმა ხელოვნებისა და სამოქალაქო განათლების ინტეგრირებული გაკვეთილებიდან მიღებული ცოდნის საფუძველზე, მოსწავლეთა ნამუშევრების, „არა ბულინგს!“ გამოფენა მოაწყვეს.

მათ ნამუშევრები, რომელიც ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, სასკოლო საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ადგილზე გამოფინეს.

აქტივობაში ისინი მოდნომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203