გომის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა
04-05-2023

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებსა და კონკურსებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, მე-2 და მე-4 კლასების მოსწავლეთათვის კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა.

კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომლებიც სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიების დევიზი იყო - „ქართული ქართველთ რწმენაა!...“.

ასევე დედაენის დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა - „14 აპრილი-დედაენის დღე“ ჩატარდა.

„მეოთხეკლასელებმა სტუმრებს წარუდგინეს თავიანთი შექმნილი, გაფორმებული და „გამოცემული“ წიგნი - „სალამურას თავგადასავალი“, - გვიყვებიან სკოლაში

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ციალა რომანაძე გახლავთ.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილიში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203