შთამბეჭდავი პატიოტული ღონისძიება ოლადაურის საჯარო სკოლაში
04-05-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღსა და მოვლენას აქტიურად აღნიშნავენ.

ამჯერად, სკოლაში 1989 წლის 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომლის ორგანიზატორი - ჟუჟუნა მაკარაძე გახლდათ.

მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს და ამ დღეს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, მუნიციპალიტეტისა და რესურსცენტრის ხელმძღვანელები, ადგილობრივი მოსახლეობა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება მრავალფეროვანი, საინტერესო და შინაარსობრივი იყო.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203