დიდი არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე პლაკატები შექმნეს
04-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, შემოქმედებითი აქტივობა მოეწყო. 

მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა, გარემოს დაცვის მხარდასაჭერად და ამ დღის პოპულარიზაციის მიზნით საინტერესო პლაკატები შექმნეს, რომლებიც სასწავლო გარემოში განათავსეს. 

ბავშვებმა თანატოლებსა და სასკოლო საზოგადოებას ამ დღის მნიშვნელობა შეახსენეს და განსაზღვრეს, თუ რამდენად აუცილებელია გარემოს დაცვა, მასზე ზრუნვა და მოფრთხილება. 

დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203