„დავრგოთ ხე, ავაყვავოთ გარემო!“ - გარემოსდაცვითი აქტივობა ჯუმის საჯარო სკოლაში
04-05-2023
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, პროექტი - „დავრგოთ ხე, ავაყვავოთ გარემო“, განხორციელდა. 

პროექტი, მე-3 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით და პედაგოგების -  ქეთევან ქირიას და ეკა ჯიქიას ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

მოსწავლეებმა კიდევ უფრო გაიაზრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა, მასზე ზრუნვა და მოფრთხილება, ისაუბრეს თავიანთ პასუხისმგებლობაზე ამ გლობალური პრობლემის გადაჭრისას. 

აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვით აქტივობაში, მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ჩაერთნენ. 

სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში ბუნებისადმი სიყვარულის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203