ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასში ტრეფიკინგის შესახებ ღია გაკვეთილი ჩატარდა
04-05-2023
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესის განმავლობაში, გამორჩეული, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობები იმართება. 

ამჯერად კი, მე-9 კლასში სამოქალაქო განათლების მასწავლებლის რუზანნა სტამბოლციანის ხელმძღვანელობით, ტრეფიკინგის შესახებ ღია გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და საინტერესოდ ისაუბრეს. 

მეცხრეკლასელებმა ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცნობიერება აიმაღლეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203