ლეღვას N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება გაიმართა
04-05-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორტიენტირებული გარემოა შექმნილი. 

მათთვის სხვადასხვა სახის, მათ შორის, გასვლითი აქტივობებიც ხშირად ეწყობა. ამჯერად, მოსწავლეები, მასწავლებლების ხელმძღვანელობით, სტუმრად გივი ზალდატანიშვილის სახელობის ქართულ-ამერიკულ აკადემიაში იმყოფებოდნენ. 

მათ გარემო დაათვალიერეს, ცენტრის მუშაობის პრინციპებსა და იქ მოქმედ პროგრამებს გაეცნენ. საბოლოოდ, ვიზიტმა ძალიან საინტერესოდ, ნაყოფიერად და წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203