ალისუბნის თემის N2 სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო
04-05-2023
მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, ალტერნატიული საქმიანობის პროგრამის მომდევნო საინფორმაციო-შემეცნებითი გასვლა გაიმართა. კლუბების საქმიანობების წარდგინებას „ცენტრის“ PR მენეჯერი წარუძღვა. შეხვედრის მომდევნო ეტაპზე, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, დოკუმენტური ფილმის ჩვენება-ფასილიტაცია მოეწყო.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პატარა მაყურებელმა აქტიური ჩართულობითა და სიღრმისეული მიმოხილვითი ანალიზით აღნიშნული თემა შეაჯამა.