„ჩემი მხარე“ - ქვემო ბოლნისის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პოსტერი შექმნეს
04-05-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და მათი ცოდნის დონის ამაღლებას სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობით ცდილობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
ამჯერად, სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერი -„ჩემი მხარე“. მოსწავლეები აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერბნენ. მათ მოიძიეს ინფორმაცია, პოსტერი საინტერესოდ გააფორმეს და ქართული ენის პედაგოგის - თინა ვეფხვაძის მოწონებაც დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგი მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებსა და სასწავლო რესურსებს ყოველთვის სთავაზობს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს