ღვანკითის საჯარო სკოლაში „მათემატიკური ვიქტორინა“ ჩატარდა
04-05-2023
გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება.
ამჯერად, ღვანკითის საჯარო სკოლის მე-7 კლასში „მათემატიკური ვიქტორინა“ ჩატარდა.
ღონისძიებას ორგანიზება მათემატიკის მასწავლებელმა - ეთერ ტურავამ გაუწია.
თამაშში მონაწილეობდნენ გუნდები: „სამკუთხედი“, „ტეხილი“ და „კუთხე“.
გუნდის კაპიტნები იყვნენ თიკა კოვზირიძე, ანი ჯანგიანი და თინა სარდანაძე.
მოსწავლეებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს და გამოამჟღავნეს მათემატიკის ცოდნის შესაბამისი დონე.
ღონისძიების მსვლელობისას გამოყენებული იყო მატერიალური და ელექტრონული რესურსები. დასმულ შეკითხვებს უპასუხეს გუნდის კაპიტნებმაც.
მათემატიკურ ვიქტორინას ესწრებოდნენ: სკოლის დირექცია, პირველი მასწავლებელი - ნანა ტყემალაძე, მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები და მათემატიკით დაინტერესებული მოსწავლეები.
ვიქტორინა შეაჯამა სკოლის დირექტორმა, მან მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა მონაწილე მოსწავლეებსა და ღონისძიების ხელმძღვანელს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს