„საყვარელი მწერალი“ - საინტერესო პროექტ-გაკვეთილი წინუბნის საჯარო სკოლაში
04-05-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის საჯარო სკოლის IX კლასში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - ნინო ნასყიდაშვილმა საინტერესო გაკვეთილი - „საყვარელი მწერალი“, ჩაატარა.
გაკვეთილზე, მოსწავლემ პრეზენტაციის სახით, საყვარელი მწერლის ვაჟა-ფშაველას ავტობიოგრაფია წარადგინა.
პრეზენტაციაში, დეტალურად იყო აღწერილი მწერლის მოღვაწეობა და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მისმა შემოქმედებამ ქართულ საზოგადოებაზე.
მოსწავლეები გაკვეთილში, დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ, მათ ინტერესის მიხედვით შეარჩიეს საყვარელი მწერალი, მასზე ინფორმაცია მოიძიეს და მწერლის შემოქმედება დაამუშავეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტ-გაკვეთილის მიზანი ერთ-ერთი ქართველი მწერლის შემოქმედების პოპულარიზაცია იყო.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს