გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიება მიეძღვნა
04-05-2023
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში, დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებისთვის მხატვრული და კითხვის წრეები ფუნქციონირებს.
აღსანიშნავია, რომ წრეს მაია აზნარაშვილი ხელმძღვანელობს.
ამჯერად წრის ხელმძღვანელმა, მოსწავლეებთან ერთად საინტერესო ღონისძიება მოამზადა და სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინა.
ღონისძიება იაკობ გოგებაშვილისადმი იყო მიძღვნილი.
ღონისძიებაში, პედაგოგმა და მოსწავლეებმა, იაკობის ღვაწლს გაუსვეს ხაზი.
ბავშვებმა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების ეპიზოდებზე ისაუბრეს და დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს და კიდევ ერთხელ განსაზღვრეს ქართული ენისა და ლიტერატურაში, საზოგადო მოღვაწის მნიშვნელოვანი როლი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა ძალიან საინტერესო და პროდუქტიული იყო.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს