ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს გარემოსდაცვითი აქტივობები მიუძღვნეს
04-05-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში, დედაენის დღესთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი აქტივობები მოეწყო. 

ინფორმაციის მიწოდებისა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლაში, ისაუბრეს, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი დედამიწელი.

მოსწავლეებმა, სრული ჰიგიენის დაცვით, დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია ხულოს საბაგირომდე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობა მიზნად ისახავდა, მოსწავლეებს, თანატოლებსა და თემში, ეკოცნობიერების ამაღლების შესაძლებლობა ჰქონოდათ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში თავიანთი წვლილი შეეტანათ.

„დედამიწა ჩვენი სახლია!“- ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი. 

აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბის ხელმძღვანელი ნინო შაინიძე გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203