ამამლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენასა და თარიღს აქტიურად აღნიშნავენ.
შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 9 აპრილი. საქართველოს ისტორიაში ამ ტრაგიკულ თარიღს ღონისძიება მიეძღვნა.
მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს და ამ დღეს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მოსწავლეებმა ასევე თავისუფლების, გმირობის ფასზე ისაუბრეს, და თემატური პოსტერები, პლაკატები შექმნეს.
აქტივობაში ისინი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
„9 აპრილი დღე გლოვისა, მაგრამ ამავდროულად დღე გამარჯვებისა!“, - ამბობენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.
იხილეთ ფოტოები: