წიწკანაანთსერის საჯარო სკოლაში საინტერესო შემეცნებითი ღონისძიება - „დედამიწა ჩვენი სახლია“ ჩატარდა
04-05-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.

სკოლაში გარემოსდაცვით დღესთან დაკავშირებით, ბუნებისმეტყველების უფროსი მასწავლებლის - ოლღა მზექალაშვილის ხელმძღვანელობით, საინტერესო შემეცნებითი ღონისძიება - „დედამიწა ჩვენი სახლია“ განხორციელდა.

მოსწავლეებმა, სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით წარადგინეს ნამუშევრები: პრეზენტაციები, ნახატები, პოსტერები.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ინსცენირება - „დედამიწა ავადაა“  დადგეს. მათ ასევე საინტერესო ანიმაციას უყურეს, რომლის შესახებ შემდგომ იმსჯელეს და დასკვნები გამოიტანეს.

IX კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „გარემოს დაბინძურების სახეები და მათი შედეგები“,  ხოლო VIII კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ბუნებრივ რესურსებზე და ნაგვის დახარისხებაზე“ პრეზენტაციები გამართეს.

„მოსწავლეებმა ასევე სხვადასხვა მასალის ნარჩენები (მინა, პლასტმასი, ქაღალდი, ლითონი) გაანაწილეს, შესაბამისად, მათთვის განკუთვნილ (სხვადასხვა ფერის) ურნებში (ყუთებში) და ბოლოს, მოსწავლეებმა დედამიწას გაუგზავნეს „მისალოცი ბარათი“( ფურცლებზე დაწერეს სურვილები, რას უსურვებდნენ დედამიწას და მიაკრეს კედელზე გაკრულ „მისალოც ბარათს“)“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სსსმ მოსწავლეები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დამსწრე საზოგადოება და ბავშვები აღფრთოვანებულები და კმაყოფილები დარჩნენ აღნიშნული ღონისძიებით - მოსწავლეთა მონდომებით.

22 აპრილი დედამიწის დღეა. იგი ყოველწლიურად აღინიშნება 193-ზე მეტ ქვეყანაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203