ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში მაისობა - ვარდობისთვის შემობრძანება აღინიშნა და მას როგორც გვიყვებიან, კიდევ ერთი ლამაზი, დასამახსოვრებელი საღამო მიეძღვნა.
„ღონისძიებით, ვარდობისთვის შემობრძანება აღვნიშნეთ და გაზაფხულს მოვესიყვარულეთ“, - გვეუბნებიან სკოლაში.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აქტივობებში ისინი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
სკოლის დირექტორი: ციალა მახარაძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები, ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: