„დარბაზობა - „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით“-  წყალტუბოს N1 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება საინტერესოდ შეაჯამეს
04-05-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასში, ისტორიაში, მასწავლებელ ფიქრია გიორხელიძის ხელმძღვანელობით, კომპლექსური დავალების შემაჯამებელი გაკვეთლი ჩატარდა.
 
მისი თემა იყო „დარბაზობა - „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით. მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები, რომელზეც წარმოდგენილი იყო შუა საუკუნეების საქართველოს სამეფო კარის მმართველობის აპარატი. გარდა ამისა, ისაუბრეს, თუ როგორი იყო XIV საუკუნის საქართველოში მმართველობის ფორმა და სტრუქტურა, გამოკვეთეს XIV საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესები და მათი შესაძლო კავშირები სახელისუფლებო სტრუქტურებთან.

ამასთანავე, თანამდებობის პირები დაასახელეს და მათი ფუნქციები, იერარქიული ხაზის დაცვით, გამოყვეს. გაკვეთილს სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე ესწრებოდა, რომელმაც ინტერესით მოისმინა მოსწავლეთა პრეზენტაციები, დასვა კითხვები, ბოლოს კი გაკვეთილი შეაფასა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203