What's Wrong?- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასში ინგლისური ენის საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები ტარდება.
მათ შორის აღსანიშნავია, მე-4
ა კლასელთა ინგლისური ენის გაკვეთილი, რომლის თემაც იყო - What's Wrong?.
გაკვეთილის მიზანი მოსწავლეების მარტივი დიალოგების გათამაშება იყო. მათ ექიმის და პაციენტის როლები მოირგეს და საინტერესო დიალოგები გაითამაშეს, რამაც მოზარდებში სასაუბრო უნარ- ჩვევების განვითარებას ხელი შეუწყო.
გაკვეთილმა დამრიგებლისა და საგნის მასწავლებლის (კლ.ხელ-ლი: თ.ჭუმბურიძე საგნის მასწავლებელი ი.ჭანტურიძე) ხელმძღვანელობით, ძალიან დიდი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა, მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: