ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებელი კონფერენციაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
04-05-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა პროექტში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, ისინი მოსწავლეთა და მასწავლებელთა ერთობლივ კონფერენციაზე სახელწოდებით -  „არაფორმალური განათლების ხელშეწყობა STEM პროექტებით“ მონაწილეობდნენ.

მათ სამახსოვრო სერტიფიკატები გადაეცათ.

„სკოლა მადლობას უხდის ფიზიკა - მათემატიკის მასწავლებელს - მეგი გიორგაძეს და VII კლასის მოსწავლეებს - ანასტასია სარალიძეს, ნინი სარალიძეს, ნინო აბესაძეს და სოსო კუპატაძეს, რომ ერთად  მონაწილეობდნენ მოსწავლეთა და მასწავლებელთა ერთობლივ კონფერენციაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა და პედაგოგთა წარმატებას მუდმივად მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203