წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ტექნოლოგიური კლუბის წევრებმა საინტერესო შეხვედრა გამართეს
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას აქტიური, გამორჩეული და მიზანდასახული მოსწავლეები ჰყავს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროკავშირის მხარდამჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის ახალგაზრდული ტექკლუბების ქსელის ფარგლებში, ტექნოკლუბების წევრებთან შეხვედრა ჩატარდა და მათ სერტიფიკატებიც გადასცეს.
სკოლაში 2 წელია, რაც აღნიშნული კლუბი ფუნქციონირებს. სკოლის დირექტორის - ფაქიზო ფანჩულიძის ინიციატივით, სასკოლო საზოგადოებასთან კლუბის წევრების შეხვედრა შედგა. კლუბის აქტიურმა წევრებმა - ერეკლე გედენიძემ, ლუკა ტყაბლაძემ, ჯულიანა კუბლაშვილმა და მარიამ გოდოლაძემ საინტერესო პრეზენტაციები საზოგადოებას წარუდგინეს, ხოლო IXბ კლასის მოსწავლე ლუკა ტყაბლაძემ სკოლის ვებგვერდის შექმნა დაანონსა.
სკოლის დირექტორმა ტექკლუბის ხელმძღვანელს - ინგა არაბიძეს და კლუბის წევრებს მადლობა გადაუხადა და სიგელებიც გადასცა.
იხილეთ ფოტოები: