„ნარჩენების მართვა“- ეკის საჯარო სკოლაში კონფერენცია გაიმართა
04-05-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.

ამ თარიღთან დაკავშირებით, კვირეული ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც კონფერენცია - „ნარჩენების მართვა“ გაიმართა. მოსწავლეები აქტივობების მიმდინარეობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ, ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.

გაიმართა ფილმის ჩვენება - „ნარჩენების მართვა და დახარისხება“, რომელსაც სკოლის ეკოკლუბის წევრები და პედაგოგები ესწრებოდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203