ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროავნი, მოსწავლეთა ცნობირების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლაში ქუთაისის გენერალური პროკურატურის პროკურორებთან შეხვედრა გაიმართა. მასში ქალაქის სხვადასხვა სკოლის მაღალკლასელები მონაწილეობდნენ, მათ შორის, რასაკვირველია, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლისაც.
შეხვედრის თემა იყო ქურდული სამყარო. პროკურატურის წარმომადგენლებმა აქტივობა, დისკუსიის ფორმატში, აწარმოეს და ახალგაზრდებს საინტერესოდ ესაუბრნენ. კითხვები დასვეს მოსწავლეებმაც და ამომწურავი პასუხები მიიღეს. მათ ცონდა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
იხილეთ ფოტოები: