ეკის საჯარო სკოლაში ბიოლოგიაში ვიქტორინა ჩატარდა
04-05-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, ეკოკლუბ „მწვანე ერთობის“ წევრების მონაწილეობით, ბიოლოგიაში ვიქტორინა ჩატარდა. მისი მიზანი მოსწავლეებში საგნის სწავლისადმი მოტივაციის გაზრდა იყო.

ვიქტორინაში 2 გუნდი - „არწივები" და „მერცხლები" მონაწილეობდა. როგორც სკოლაში ამბობენ, გუნდებს შორის იყო ვნებათაღელვა და ემოციები. ჟიურიმ ორივე გუნდის მოპოვებული ქულები შეაჯამა და შეაფასა. მოსწავლეები ვიქტორინაში მონდომებით ჩაერთნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

ვიქტორინას ბიოლოგიის მასწავლებელი ლალი კარტოზია ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203