გვარას საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა
04-05-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, შესაბამისად ამ მიმართულებით არაერთი გარემოსდაცვითი თუ საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება. 

17-22 აპრილს გვარას საჯარო სკოლაში ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული.

კვირეულის ფარგლებში სკოლის მიმდებარე ტერიტორიები და სოფლის ცენტრალური გზა დასუფთავდა, ასევე სკოლის ეზო მწვანე ნარგავებით განაშენიანდა. 

მოსწავლეებმა შექმნეს და გამოფინეს ნახატები შესაბამის თემატიკაზე. კვირეულის ბოლოს ჩატარდა ღონისძიება, სადაც მოსწავლეებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და ქების სიგელები.

კვირეულში აქტიურად მონაწილეობდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საჯარო სკოლის V, IX, X  და კონდიდის საჯარო სკოლის VIII, IX კლასის მოსწავლეები.

კვირეულს ხელმძღვანელობდნენ შუშანა ბერიძე, მელანო ზოიძე, ირმა გოხიძე, მზევინარ ლაზიშვილი, ზიური უსტალიშვილი. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მედეა ფუტკარაძემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203