ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მოსწავლეებმა მზარეულის როლი მოირგეს
04-05-2023

ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიაში“ მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ზრუნვას სკოლამდელი ასაკიდან იწყებენ.

ამიტომ, გიმნაზიის დაქვემდებარებაშია საბავშვო ბაღი - „სუპერ ძიძა“, სადაც ბავშვების ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებული გარემოა შექმნილი. პროფესიონალი აღმზრდელ-პედაგოგები მათ საინტერესო, სახალისო და შედეგზე ორიენტირებულ გარემოს სთავაზობენ. 

ამჯერად, ბაღში პატარებმა სხვადასხვა კერძი მოამზადეს, ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და პროცესი ვიდეოზეც ასახეს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203