ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში გვირილობის დღესასწაულს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
04-05-2023

ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში სახალხო დღესასწაული „გვირილობა“ შთამბეჭდავად აღინიშნა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, 2 მაისს III კლასში (დამრიგებელი ქეთო კოსტავა) ჩატარდა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა ყოფილ დედაქალაქს, ქუთაისს და ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „გვირილობას“.

მასწავლებელმა ქეთო კოსტავამ და გვირილების ფერებში გამოწყობილმა თვალხატულა გოგო-ბიჭებმა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თავიანთი შექმნილი ბარათებითა და ცოცხალი გვირილებით ქუთაისქალაქობა მიულოცეს.

„მათ ტკბილი, ხავერდოვანი ხმით გააცოცხლეს ქუთაისის ისტორია დასაბამიდან დღემდე. ესათუთებოდნენ ადამიანებს, რომლებსაც ქუთაისთან კავშირი ჰქონიათ: მეფეებს, პოეტებს, საზოგადო მოღვაწეებს, მუსიკოსებს...გააცოცხლეს ბაღისკიდელების ანეგდოტები“,- გვიყვებიან სკოლაში. 

ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა, რაშიც უდიდესი წვლილი პედაგოგ ქეთო კოსტავას მიუძღვის. 

„ქეთო კოსტავას უდიდესი შრომის შედეგი იყო ის, რომ მოსწავლეები მეტყველებდნენ გამართულად, მხატვრულად. ღონისძიება გაჯერებული იყო ცოცხალი სიმღერებით, დაგვირგვინდა ცეკვა აჭარულით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203