ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
04-05-2023

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღსა და მოვლენას საინტერესოდ აღნიშნავენ.

ამჯერად, ქუთაისის N12, N19 და N9 საჯარო სკოლების თვითმმართველობებმა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება - „დედამიწის კვირეული თანამეგობრობის სკოლებში“ დაგეგმეს.

კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა გაცნობითი სახის პრეზენტაციებზე - დედამიწის დღის მნიშვნელობისა და ეკოლოგიის საკითხების შესახებ იმუშავეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სკოლის თვითმმართველობის წევრები სოციალურ მუშაკებთან ერთად, ქუთაისის N19 საჯარო სკოლას ეწვივნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა საინტერესო და შემეცნებითი იყო.

„პრეზენტაციები, მარიამ დიდბარიძემ, ნინო ლომთაძემ, ნინო ფერაძემ წარადგინეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები და პრეზენტაციები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203