მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში კითხვის საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა
04-05-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-6 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პედაგოგ ინგა დარსაველიძის ხელმძღვანელობით, კითხვის საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა. 

​გაკვეთილის თემა - ხალხური ლექსი „ფხოველი და შავანელი“ იყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლასი 4 ჯგუფად დაიყო - მოსწავლეებმა ლექსი ზეპირად წაიკითხეს, შემდეგ კი ლექსიკურ რუკაზე, „სიტყვების გამომძიებელზე“ და სიტყვის პირამიდაზე იმუშავეს.

მათ ასევე სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია გააკეთეს.

„დაახასიათეს ლექსის სამივე პერსონაჟი: ფხოველი, შავანელი და ყორანი, გამოთქვეს დამოკიდებულება პერსონაჟების მიმართ, დაწერეს ნაწარმოების მთავარი აზრი, წაიკითხეს კლასის წინაშე და გაავლეს პარალელი ცხოვრებასთან“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობასა და მოტივაციას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203