დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ შეჯიბრში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
04-05-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ შეჯიბრსა და კონკურსში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, ისინი ინტელექტუალურ შეჯიბრში - „ცოდნა თან დასდევს მცოდნესა“ მონაწილეობდნენ.

კონკურსი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის მთავარმა ბიბლიოთეკამ სკოლებს შორის ჩაატარა.

შეჯიბრის ფინალურ ტურში გამარჯვებული სამი გუნდიდან, დაბლაციხის საჯარო სკოლის გუნდი - „ნაკოშკვარა“ მე-2 ადგილზე გავიდა, რისთვისაც დაჯილდოვდა.

სკოლის დირექტორმა - ერეკლე ჯიქიამ გუნდის მონაწილეებს სიგელები და სამახსოვრო სუვერინები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კონკურსები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს. სკოლა კი მათ წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203