„გამოიცანი გეომეტრიული ფიგურები“ -  საინტერესო გაკვეთილი წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში
03-05-2023

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, საინტერესო მათემატიკის გაკვეთილი ჩატარდა, თემაზე - „გამოიცანი გეომეტრიული ფიგურები“. 

I კლასის მოსწავლეებმა,  გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით სხვადასხვა საგნების აპლიკაციები დაამზადეს.

აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი იზა შავგულიძე გახლავთ, საგნის მასწავლებელი კი, მანანა წულაია.

ნამუშევრები, ფერადი ფურცლებით შეასრულეს, ფურცლები გეომეტრიული ფიგურების ამოსაცნობად და დასახასიათებლად გამოიყენეს.

„გონიერმა და ყოჩაღმა მოსწავლეებმა უკვე მოახერხეს ხალისით დამეგობრება გეომეტრიულ ფიგურებთან“ -  აღნიშნავს პედაგოგი. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა. 


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203