კოდის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა - „თანასწორობა“ აუტიზმის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო აქტივობები გამართა
03-05-2023
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები საინტერესოდ აღინიშნება. 

ყურადღების მიღმა არც აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე დარჩენილა. სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლის სამოქალაქო კლუბმა „თანასწორობამ“ შესაბამისი კვირეული მოაწყო.

კლუბის მონაწილე მოსწავლეებმა სკოლის თვითმმართველობასთან და მოსწავლეებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს. 

VII კლასის მოსწავლე ელენე ბერუაშვილმა მოამზადა პრეზენტაცია თემაზე „აუტიზმის ცნობიერების დღე" და წარუდგინა თანაკლასელებს. პრეზენტაციის წარიმართა დისკუსია.

VII კლასის კლუბის წევრებმა, თანაკლასელებთან ერთად, დაამზადეს ბუკლეტები, სადაც დაიტანეს ინფორმაცია აუტიზმის შესახებ და გაავრცელეს სკოლის თემში.

გარდა ამისა, კლუბის წევრებმა, სკოლის თვითმმართველობასთან ერთად, შექმნეს კედლის გაზეთი თემაზე „აუტიზმის გასაღები სიყვარულია“ და გამოაკრეს სკოლის ფოიეში.

კლუბის ხელმძღვანელი ანა პაპაშვილია. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203