„ჯანსაღი კვება“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასელთა საინტერესო კლასის საათი
03-05-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

ამჯერად, ჯანსაღი ცხოვრების წესს კლასის საათი - „ჯანსაღი კვება“, VII კლასში (კლასის ხელ-ლი: თ. ივანეიშვილი) მიეძღვნა.

მოსწავლეებმა ჯანსაღ კვებაზე პოსტერები, პრეზენტაციები და ბუკლეტები მოამზადეს. ისაუბრეს ჯანსაღ და არაჯანსაღ პროდუქტებზე, არაჯანსაღი პროდუქტების მავნე თვისებებზე, გამომწვევ დაავადებებზე და სწორი კვების რაციონსა და რეჟიმზე.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ბუკლეტები დაურიგეს და ჯანსაღი პროდუქტი ყველამ ერთად მიირთვა.

სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძე/კუჭავამ დიდი მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს საინტერესო კლასის საათისთვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203