„სუფთა წყალი და სანიტარია“ - ბარდუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო კონფერენციაზე საინტერესო ნაშრომით წარდგნენ
03-05-2023

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე დიანა გვენეტაძემ და მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ცქიფურიშვილმა ინგლისურენოვან საერთაშორისო კონფერენციაზე, თემა - „სუფთა წყალი და სანიტარია“, წარადგინეს. 

როგორც ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი მარიამ ცქიფურიშვილი აღნიშნავს, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად აუცილებელია ბავშვებს ცენტრალური ადგილი ეჭიროთ სახელმწიფოს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლე დიანა გვენეტაძე Helping hand-ის „მოხალისე წყლის ადვოკატია“, ის ონლაინტრენინგებს აქტიურად ესწრება და მიღებულ ცოდნას თანატოლებს უზიარებს. 

სკოლაში მოხარულები არიან, რომ ეძლევათ შესაძლებლობა იყვნენ მსოფლიოში არსებული გლობალური თემებისა და მიზნების მონაწილეები და რომ შეუძლიათ ისწავლონ და ასწავლონ, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ბუნებრივ რესურსებს, დაიცვან და მიზნობრივად გამოიყენონ.

„მადლობა ინგა ქარჩილავას და კახაბერ ჩაკვეტაძეს შესაძლებლობისთვის, ვიყოთ მსოფლიოში არსებული გლობალური თემებისა და მიზნების მონაწილე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ბარდუბნის საჯარო სკოლის ხმა საერთაშორისო საზოგადოებაში“, -  ასე აღწერენ მიღწეულ წარმატებას სკოლაში  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203