წყალტუბოს N1 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „კიბერბულინგი“ საინტერესოდ შეაჯამეს
03-05-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებაში პროექტული სწავლებაა დანერგილი.
მე-10ა კლასის მოსწავლეები (მოქალაქეობის მასწავლებელი თ.თუთბერიძე, დამრიგებელი ნათელა ბაზაძე) დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დაკისრებულ დავალებას და პროექტ „კიბერბულინგის“ შემაჯამებელი ნაწილი წარადგინეს.
აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება, იმის გაცნობიერება, სად და როგორ ვლინდება ინტერნეტსაფრთხეები, კიბერბულინგისგან დაცვის გზებსა და საშუალებებს გაგება, ასევე, საკუთარი თავისა და ინტერნეტის სხვა მომხმარებლების პერსონალური უფლებების დაცვა.
მოსწავლეებმა შექმნეს საინიციატივო ჯგუფი, გაინაწილეს დავალებები, შექმნეს ბუკლეტები, პოსტერები, გააკეთეს პრეზენტაციები და ჩაატარეს კვლევა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შემაჯამებელ გაკვეთილს დაესწრო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, რომელმაც დადებითად შეაფასა ბავშების ნაშრომი და წარმატებები უსურვა მათ.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს