კუშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის შესახებ ხელნაკეთი წიგნი შექმნეს
03-05-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, მოსწავლეებმა სასკოლო კვირეულის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ფარგლებში, ხელნაკეთი წიგნი მოამზადეს. მათ ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, წიგნად გააერთიანეს და არაჩვეულებრივი შედეგი მიიღეს. 

წიგნში ინფორმაცია აფხაზეთის, მისი ბუნების, ისტორის, ხალხის, წარსულისა და აწმყოს შესახებაა მოცემული. ნამუშევარმა ყველას მოწონება დაიმსახურა, რაც მოსწავლეებისთვის დამატებითი მოტივაციაა. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203