კოდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს 
03-05-2023

ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში არსებული, თანასწორობის კლუბის ინიციატივით, დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობით აღინიშნა. 

მოსწავლეებმა, კიდევ ერთხელ გაიაზრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა, მათ აღნიშნეს, რომ გარემოზე ზრუნვისას პატარა ქმედებაც კი მნიშვნელოვანია. 

სწორედ ამ მიზნით ბავშვებმა, დასუფთავების აქცია მოაწყვეს და სკოლის მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს.

აღსანიშნავია, რომ კლუბის ხელმძღვანელ, ანა პაპაშვილი გახლავთ. 

ცნობისთვის, დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203