თლუღის საჯარო სკოლაში სასკოლო კვირეული - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ჩატარდა
03-05-2023
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები და აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში სასკოლო კვირეული - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად, საინტერესო ღონისძიებები განახორციელეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულის დასაწყისში ყველა მოსწავლემ მოისმინა მასწავლებელთა საუბრები აფხაზეთისა და საქართველოს ისტორიული ურთიერთობის შესახებ.
მოსწავლეებმა ნახატები აფხაზეთის თემაზე ნახატები შექმნეს, სკოლაში ასევე მოაწყვეს გამოფენა.
მათ სკოლაში აფხაზეთსა და საქართველოზე პატრიოტული სიმღერები შეასრულეს.
მე-6 კლასის მოსწავლემ გაბრიელ კობახიძემ, მასწავლებლის - ფიქრია მუსერიძის ხელმძღვანელობით საინფორმაციო ბუკლეტი - „აღმოაჩინე აფხაზეთი“ მოამზადა.
„ბუკლეტი ეხება აფხაზეთის ტურისტულ პოტენციალს, რისი განვითარებისთვისაც აუცილებელია აფხაზეთი ვითარდებოდეს საქართველოსთან ერთად“, - აღნიშნავენ სკოლაში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლემ ნაშრომში აფხაზეთის უნიკალური ბუნების ძეგლები წარმოაჩინა - შავი ზღვის სანაპირო ზოლი, კულტურის ძეგლები, ჩამოაყალიბა საინტერესო სლოგანები, რომელიც ასახავს მის ხედვას აფხაზთა და ქართველთა თანამეგობრობისა და აფხაზეთისა და საქართველოს ერთიანობის აუცილებლობის შესახებ.
ბუკლეტში ასევე ასახული ტურისტული პოტენციალის და აფხაზეთის ეკონომიკური განვითარებისთვის.
„მოსწავლის შექმნილი ბუკლეტი წარმოადგენს პოზიტიურ გზავნილს ქართველებისა და აფხაზებისთვის, მასში არ არის წარმოჩენილი ამჟამინდელი ნეგატიური ფაქტები, რადგან მოსწავლის ხედვა მიმართულია მხოლოდ მშვიდობიანი და პროგრესზე ორიენტირებული თანაცხოვრებისკენ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
კვირეულის ფარგლებში, ასევე საგანში - „ჩვენი საქართველო“ განხორციელდა კომპლექსური დავალება - „აფხაზეთის კულტურის ძეგლების დღევანდელი მდგომარეობის შესახებ“.
დავალებაზე მოსწავლეებმა მონდომებით იმუშავეს და ცოდნა აიმაღლეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს